17 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულ ბანკში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონკურსის "ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის" ფინალური ღონისძიება გაიმართა.
კონკურსი ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს, 12 აგვისტოს გამოცხადდა და მისი იდეა იყო ახალგაზრდების იდეების წახალისება, ასევე, ფინანსური განათლების საკითხების ახალგაზრდობის სეგმენტზე მორგებული გზებისა და მეთოდების დაინიცირება. კონკურსში მონაწილეობა 15-25 წლის ასაკის 22-მა ახალგაზრდულმა გუნდმა მიიღო, მათგან ფინალურ ეტაპზე მხოლოდ 5 გუნდი გადავიდა. ფინალურ ღონისძიებაზე გუნდებმა ჟიურის წევრებს წარუდგინეს საკუთარი იდეები, რის შედეგადაც გამოვლინდნენ გამარჯვებულები.
ახალგაზრდულ კონკურსში გამარჯვებული 2 გუნდი ბაზისბანკისგან ფულადი პრიზებით და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდა.
ბაზისბანკი ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუს საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს და მომავალშიც არაერთ საინტერესო პროექტს განახორციელებს ახალგაზრდებში ფინანასური განათლების ცნობიერების ამაღლების მიზნით
„დღეს ის დღეა, ჩვენი ერთგული მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში რომ ელოდებით ხოლმე“ - „ფარმადეპოში“ BLACK FRIDAY-ის გრანდიოზული შეთავაზებები დაიწყო
მე 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა - პირდაპირი
ჯპს-ის ნებისმიერ ფილიალში Black Friday-ს გამორჩეული აქციები უკვე ძალაშია
ფეხბურთი მელიქიშვილზე
მოქალაქეებმა კვლავ ჭავჭავაძის გამზირის ტერიტორია დაიკავეს - პროტესტი გრძელდება
| ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
| ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
| რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
| ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |

