14-24 ნოემბერს შესაძლებლობა გაქვთ მსოფლიოს ორ უდიდეს საფეხბურთო დედაქალაქში, ბუენოს აირესსა და რიო-დე-ჟანეიროში იმოგზაუროთ, სადაც ნამდვილი სამხრეთამერიკული თავგადასავლის მონაწილე გახდებით. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს ამ ტურზე განსაკუთრებული შეთავაზება ელოდებათ.
ათდღიანი მოგზაურობის ფარგლებში, მონაწილეები სიღრმისეულად გაეცნობიან ორივე ქალაქის კულტურას. ექსკურსიებთან ერთად, მოეწყობა ველოტური ბუენოს-აირესში და „ასადოს“ კულტურული საღამო. ტურის მონაწილეები დაესწრებიან ოთხ განსაკუთრებულ საფეხბურთო მატჩსა და მოინახულებენ ლეგენდარულ „მარაკანას“ და „სან-ჟანუარიოს“ სტადიონებს. სურვილის შემთხვევაში კი, ქვედა ლიგის სტადიონის ან ფეხბურთის მუზეუმის დათვალიერებაც არის შესაძლებელი.
ტურს ორი გამორჩეული ქართველი მეგზური ეყოლება - ბიძინა ბარათაშვილი, საქართველოში ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული მიმომხილველი და ალექსანდრე გაბრიჩიძე, Setanta Sports-ის გამორჩეული ხმა და ქართველი კომენტატორების ახალი თაობის სახე.
სამხრეთამერიკული თავგადასავლის მასპინძელი Setanta Sports-ია.
ტურის განრიგი (14-24 ნოემბერი):
- 5 ღამე ბუენოს აირესში (სასტუმრო Vilon Hotel Recoleta)
- 5 ღამე რიო-დე-ჟანეიროში (სასტუმრო Windsor Copa)
- 4 მატჩზე დასწრება
მატჩები ბუენოს აირესი:
- ველესი - რივერ პლეიტი
- ბოკა ხუნიორსი - ტიგრე
მატჩები რიო-დე-ჟანეირო:
- ფლამენგო - სპორტი
- ვასკო და გამა - სან პაულუ
ეს არის შანსი, საფეხბურთო სამყაროს შუაგულში ამოყოთ თავი და პირადად გახდეთ მონაწილე იმ ისტორიების, რომლებსაც აქამდე ეკრანიდან თუ მიადევნებდით თვალს.
თიბისი კონცეპტის მომხმარებლები, ტურის შეძენის შემთხვევაში, ფასდაკლებებით ისარგებლებენ. მოგზაურობის დასაჯავშნად და მეტი ინფორმაციისთვის მიმართეთ კონცეპტ ასისტენტს - 032 2 27 27 99.
„დღეს ის დღეა, ჩვენი ერთგული მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში რომ ელოდებით ხოლმე“ - „ფარმადეპოში“ BLACK FRIDAY-ის გრანდიოზული შეთავაზებები დაიწყო
მე 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა - პირდაპირი
ჯპს-ის ნებისმიერ ფილიალში Black Friday-ს გამორჩეული აქციები უკვე ძალაშია
ფეხბურთი მელიქიშვილზე
მოქალაქეებმა კვლავ ჭავჭავაძის გამზირის ტერიტორია დაიკავეს - პროტესტი გრძელდება
| ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
| ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
| რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
| ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |

