„ახლა უფრო მოტივირებული ვარ, რადგან ვიცი, შრომა აუცილებლად ფასდება“ - რეზო ყაველაშვილი, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი

განათლების მხარდაჭერა საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. რადგან, კარგად ესმით, რომ განათლება ის ძალაა, რომელიც უკეთეს მომავალს განაპირობებს.

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაც ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდების მხარდაჭერისთვის შეიქმნა და უკვე 350-ზე მეტ სტუდენტს მისცა სწავლის საფასურის სრულად ან ნაწილობრივ დაფინანსების შესაძლებლობა.

ერთ-ერთი წლევანდელი სტიპენდიატი რეზო ყაველაშვილია, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინგლისურენოვან დიზაინის ფაკულტეტზე სწავლობს:

დიზაინი ბავშვობიდანვე მაინტერესებდაყოველთვის მიყვარდა კრეატიული sanbox თამაშები:  Minecraft, Sims, სადაც შემეძლო მეკეთებინა ისრაც ჩემს გულს გაუხარდებოდახატვაც ყოველთვის მიყვარდა და ამან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მომავალი პროფესიის არჩევაშისამომავლოდ მინდარეალობად ვაქციო ის იდეებირომლებზეც ბავშვობიდანვე ვფიქრობ“.

რეზო გვიყვება, რომ სტიპენდია მხოლოდ დაფინანსების მოპოვება არ არის და ახლა უფრო დიდი მოტივაციით განაგრძობს სწავლას:

,,ჩემთვის სტიპენდიაპირველ რიგში,  დიზაინის პროექტებსა და მეცადინეობაში გათენებული ღამეების დაფასებააახლა უფრო მოტივირებული ვარრადგან ვიცირომ შრომა აუცილებლად ფასდებამთავარ ⁠⁠მოტივაციას მაძლევს სურვილირომ მაქსიმალურად გამოვიყენო ჩემი უნარებიმინდაყოველ  ჩემს ნაბიჯს მოჰყვეს შემდეგიდა ამისთვის აუცილებელია მუდმივი განვითარებაახალი შესაძლებლობების ძიება

რეზომ საკუთარი გამოცდილება და რჩევები მომავალ კონკურსანტებსაც გაუზიარა:

„კონკურსის ერთ-ერთი ეტაპი სამოტივაციო წერილია, რომელიც მთელი გულით დავწერე, გულწრფელად ვილაპარაკე ჩემს მიზნებზე. სხვებსაც ვურჩევდი, რომ, უპირველესად, გულწრფელები იყვნენ. არ არსებობს სწორი ფორმულა, არსებობს შენი ისტორია, მოტივაცია და სურვილი. არ უნდა შეგეშინდეს საკუთარი თავის წარმოჩენის და უნდა დააფასო გზა, რომელიც გამოიარე.  ყველაზე მთავარი მაინც მცდელობაა, თვითონ მცდელობაც კი უკვე წინსვლაა და გეხმარება ახალი გამოცდილების მიღებაში“

თუ შენც გინდა აღმოაჩინო ახალი შესაძლებლობები, ისწავლო და განვითარდე არ გაჩერდე განათლების გზაზე და აუცილებლად სცადე ბედი. დაათვალიერე  მრავალფეროვანი სასტიპენდიო პროგრამები საქართველოს ბანკის სტუდენტურ სივრცეში.



Flitt პირველი ფინტექ კომპანიაა საქართველოში, რომელმაც Visa-ს სრული PayFac სერტიფიკატი მიიღო
აღმოაჩინე საქართველოს ბანკის სტიპენდიები და განათლების გზაზე არ გაჩერდე
საქართველო 2025 წელს მაღალი ეკონომიკური ზრდით დაასრულებს - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8%-ზე დაადგინა