ელიაობა 2025 - დედოფლისწყაროს მთავარი სახალხო დღესასწაული თიბისისთან ერთად

2 აგვისტოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ერთად აღინიშნება საეკლესიო და სახალხო დღესასწაული ელიაობა და დედოფლისწყაროობა. 

სახალხო დღესასწაული წელსაც მასშტაბურად აღინიშნება და 2024 წლის შემდეგ უკვე მეორედ, მასში მონაწილეობას თიბისიც მიიღებს.

დედოფლისწყაროს ცენტრალურ მოედანზე კულტურული ღონისძიებებია დაგეგმილი. თიბისი კი, საკუთარი სივრცით იქნება წარმოდგენილი, სადაც ადგილობრივებსა და ქალაქის სტუმრებს სხვადასხვა სახის გასართობი და თიბისის ბრენდირებული საჩუქრები დახვდებათ.

სახალხო დღესასწაული უკვე მეთორმეტე წელია ტარდება, რომლის ფარგლებშიც, ტრადიციულად ასახელებენ საპატიო დედოფლისწყაროელებს, იმართება საზეიმო კონცერტი და სხვადასხვა სახის აქტივობები.



Flitt პირველი ფინტექ კომპანიაა საქართველოში, რომელმაც Visa-ს სრული PayFac სერტიფიკატი მიიღო
აღმოაჩინე საქართველოს ბანკის სტიპენდიები და განათლების გზაზე არ გაჩერდე
საქართველო 2025 წელს მაღალი ეკონომიკური ზრდით დაასრულებს - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8%-ზე დაადგინა