სარფის ტერიტორიაზე ხელბარგიდან “მეტადონი“ და“ბუპრენორფინი“ ამოვიღეთ - შსს-მ 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარაში 1988 წელს დაბადებული ი.ლ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა სასაზღვრო გამშვები პუნქტი „სარფის" ტერიტორიაზე, ბრალდებულის ხელბარგის შემოწმების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების „მეთადონისა“ და „ბუპრენორფინის“ შემცველი 1245 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

პოლიციამ ი. ლ. ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.



დაიბრუნე 30 ლარი Wolt-ის ბალანსზე საქართველოს ბანკის ბარათით გადახდისას
“როგორ მოერგოს ბიზნესი ცვლილებებს” - საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ვორკშოპი გაიმართება
ალტერნატიული ქუთაისი - კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად
ღარიბაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესზე მივიდა