ფრიდრიხ მერცი საფრანგეთს ეწვია

გერმანიის ახლად არჩეული კანცლერი, ფრიდრიხ მერცი საფრანგეთში ჩავიდა, სადაც პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდება, - ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კანცლერი საფრანგეთის შემდეგ პოლონეთს ეწვევა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკს შეხვდება.

ვიზიტის ფარგლებში გამართული მოლაპარაკებები ევროპის უსაფრთხოებისა და მიგრაციის პოლიტიკას შეეხება.

შეგახსენებთ, ბუნდესტაგმა გერმანიის კანცლერად ფრიდრიხ მერცი გუშინ აირჩია. მერცის კანდიდატურას მხარი 325-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა 289-მ მისცა.



დაიბრუნე 30 ლარი Wolt-ის ბალანსზე საქართველოს ბანკის ბარათით გადახდისას
“როგორ მოერგოს ბიზნესი ცვლილებებს” - საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ვორკშოპი გაიმართება
ალტერნატიული ქუთაისი - კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად
ღარიბაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესზე მივიდა