მთავრობის განკარგულებით, გურიას სტიქიის შედეგად წარმოქმნილი საჭიროებებისთვის სარეზერვო ფონდიდან 2 569 048 ლარი გამოეყო

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, გურიის რეგიონს სტიქიის შედეგად წარმოქმნილი საჭიროებების ასანაზღაურებლად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2 569 048 ლარი გამოეყო.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოყოფილი თანხა გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტზე განაწილდება.

განკარგულების თანახმად, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს - 1 228 062 ლარი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს - 794 968 ლარი, ხოლო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს - 546 018 ლარი გამოეყოფა.

განკარგულებას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა.



„გახარია საქართველოსთვის“ - „ოცნების“ გამოცხადებული მთავრობა ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
9 აპრილის მემორიალთან მორიგი დაპირისპირება იყო
Bloomberg — ივანიშვილის ქონება ერთ დღეში $125 მილიონით შემცირდა
სალომე ზურაბიშვილი - სირცხვილი თქვენ, საქართველოს ე.წ. მთავრობავ!