აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტი - საქართველოს ადრე თუ გვიან მოუწევს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება

კრემლის პროპაგანდისტულ მედია TACC-თან ინტერვიუში, ოკუპირებულმა აფხაზეთის ე.წ. არჩეულმა პრეზიდენტმა, ბადრა გუნბამ საქართველოსთან ურთიერთობის მოწესრიგებაზე ილაპარაკა.

"რაც შეეხება საქართველოს, რა თქმა უნდა ვაგრძელებთ ქართულ-აფხაზური ურთიერთობის მოწესრიგებაზე მუშაობას საქართველოს მიერ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარებისა და ძალის გამოუყენებლობის ფუნდამენტური დოკუმენტების ხელმოწერის კონტექსტში. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ საქართველო მსგავსი ნაბიჯების გადადგმისთვის მზად არის". – თქვა გუნბამ.

გუნბას თქმით, ადრე თუ გვიან აფხაზეთის "მეზობელს" მოუწევს რეალობის მიღება:

"ადრე თუ გვიან ჩვენს მეზობელს (საქართველოს) მოუწევს გაიაზროს და მიიღოს რეალობა, რომელშიც დღეს ვიმყოფებით".

1 მარტს გუნბამ დეფაქტო აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა. არალეგიტიმურ არჩევნებამდე ასლან ბჟანიას თანაგუნდელს მოსკოვიდან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა. მეორე ტურში გამარჯვების შემდეგ გუნბა ვლადიმირ პუტინს შეხვდა. 



დაიბრუნე 30 ლარი Wolt-ის ბალანსზე საქართველოს ბანკის ბარათით გადახდისას
“როგორ მოერგოს ბიზნესი ცვლილებებს” - საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ვორკშოპი გაიმართება
ალტერნატიული ქუთაისი - კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად
ღარიბაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესზე მივიდა