ბადრა გუნბა აცხადებს, რომ აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრეზიდენტობის კანდიდატი“ ბადრა გუნბა აცხადებს, რომ „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტურში გაიმარჯვა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„წინასწარი შედეგები ყველამ იცით, ეს შედეგი განპირობებულია იმ ნდობით, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა გამოიჩინეს ჩვენს მიმართ და ჩვენი გუნდის მიმართ და, რაც მთავარია, ეს არის ჩვენი ხალხის ხმის შედეგი“, - განაცხადა გუნბამ ე.წ. „საარჩევნო შტაბის“ მხარდამჭერებთან შეხვედრისას.

„ტელეგრამ“ არხი „აფსნი 360“-ის ცნობით, გუნბას ხმა 54 859-მა „ამომრჩეველმა“ (56 პროცენტმა) მისცა. მისმა ოპონენტმა ადგურ არძინბამ 41 701 ხმა (42 პროცენტი) მიიღო. კიდევ 20 307 მოქალაქემ (2 პროცენტი) ყველას წინააღმდეგ მისცა ხმა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისია წინასწარ შედეგებს 2 მარტს გამოაცხადებს, ე.წ. „არჩევნების“ „ოფიციალური შედეგები“ კი უახლოეს სამ დღეში გახდება ცნობილი.ა



თიბისის პარტნიორმა, „ASBC საქართველომ" აუდიოსისტემების პრემიალური ბრენდის, Bang & Olufsen-ის შოურუმი გახსნა
სადგურის მოედანზე, ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
სტრასბურგმა წარმოებაში მიიღო გიორგი კუხალეიშვილის სარჩელი შსს-ს თანამშრომლების წინააღმდეგ
ტექნოლოგიები და ინოვაციები - Global Tech Weekend Tbilisi 2025 - თიბისის მხარდაჭერით