ონისე ცხადაძე - იმ რეალობასთან შეგუებას, სადაც შალვა რამიშვილი უზნეოებს გვეძახის საკანში ყოფნა მირჩევნია

ონისე ცხადაძე საპატიმროდან წერილს აქვეყნებს - იუმორისტი, რომელიც 5 დეკემბერს, თერჯოლაში დააკავეს, წერს, რომ "სიცოცხლის ფასადაც კი უღირს იმ რეალობასთან ბრძოლა, სადაც გოგა ხაინდრავა "იმედის" ეთერში მოქალაქეებს მოღალატეებს უწოდებს".

"საკანში ყოფნა მირჩევნია იმ რეალობასთან შეგუებას, სადაც შალვა რამიშვილი უზნეოებს გვეძახის" - ნათქვამია წერილში, რომელსაც გამოცემა "პუბლიკა" ავრცელებს.

როცა საკუთარი თავი ვიპოვე და ყოველდღიურად ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმისკენ მივიწევდი, ზუსტად მაშინ აღმოვჩნდი აქ. მაგრამ არ ვდარდობ. სიცოცხლის ფასადაც კი მიღირს იმ რეალობასთან ბრძოლა, სადაც გოგა ხაინდრავა მოღალატეებს გვეძახის იმედის ეთერში და, მომდევნო დღეს, იგივე ეთერში, იმავეს იმეორებს ზვიად გამსახურდიას შვილი. (ზვიადი, ალბათ, ამ დროში, საკუთარ შვილს დაუძახებდა KGB-ს აგენტს, ცოცხალი რომ იყოს).

საკანში ყოფნა მირჩევნია იმ რეალობასთან შეგუებას, სადაც შალვა რამიშვილი უზნეოებს გვეძახის, ამ დროს კი საკუთარ შვილსაც არ უყვარს. ამ დროს კი, შალვასთან ერთად განათლებას გვიწუნებს სოკრატე სულთანიშვილი და არისტოტელე ოდიშარია. ვისაც გსურთ ამ რეალობასთან შეგუება, კი ბატონო, მაგრამ ჩვენ არ ვეგუებით. რამდენი ხანიც არ უნდა მომიწიოს აქ ყოფნა, ვიცი რომ თავისუფალ საქართველოში შევხვდებით. ავისრულებ ჩემს ოცნებას და მსოფლიო გამიცნობს. ჰო და, კიდევ, ყველაზე მთავარია მზია ამაღლობელი". - წერს ონისე ცხადაძე.

შეგახსენებთ, რომ ონისე ცხადაძე 5 დეკემბერს, თერჯოლაში დააკავეს. მას სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. იუმორისტს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.



სელფი მობაილი Windfor’s სახელოსნოებში სწავლის 60%-ს დაგიფინანსებთ
American Airlines-ის თვითმფრინავში ხანძარი გაჩნდა, მგზავრები ევაკუირებული არიან
რუსებმა ხარკოვს დრონებით შეუტიეს - დაშავებულებს შორის არინ ბავშვები
ტრამპის ადმინისტრაცია ამკაცრებს სანქციებს რუსულ ნავთობზე, გაზსა და საბანკო სექტორებზე