American Airlines-ის თვითმფრინავში ხანძარი გაჩნდა, მგზავრები ევაკუირებული არიან

American Airlines-ის თვითმფრინავში, რომელიც კოლორადო სპრინგსიდან დალასის ფორთ უორთის საერთაშორისო აეროპორტისკენ ასრულებდა რეისს, ხანძარი გაჩნდა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

„ბიბისის“ ცნობით, მგზავრები ევაკუირებული არიან.

ძრავთან დაკავშირებული პრობლემების გამო, თვითმფრინავი დენვერის აეროპორტში, ავარიულად, ადგილობრივი დროით დაახლოებით 23:15 საათზე დაეშვა. დაშვების შემდეგ აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე მოძრაობისას თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა.

American Airlines-ის განცხადებით, თვითმფრინავში იმყოფებოდა 172 მგზავრი ეკიპაჟის ექვს წევრთან ერთად. 12 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

American Airlines-ის განცხადებით, ინციდენტის გამომწვევი მიზეზის დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.



აშშ-ს სახელმწიფო მდივანი სომხეთისა და აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულებას გამოეხმაურა
ზუგდიდში რამდენჯერმე გაასაღეს დიდი ოდენობით მეთადონი – 3 პირს პატიმრობა შეეფარდა
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ ექვსი თვით გახანგრძლივებაზე შეთანხმდა
ვილი სანიოლი - ხვიჩა კვარაცხელიას ვერავინ შეცვლის, უნიკალურია