კასპის მერია - კასპის საკალათბურთო კლუბმა „გრიფინმა“ კლუბი „ასტრალი“ დაამარცხა

დღეს კასპის საკალათბურთო კლუბმა კასპის „გრიფინმა“ A ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალური თამაში კლუბ „ასტრალთან“ გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მატჩი კასპის სპორტკომპლექსის საკალათბურთო დარბაზში გაიმართა.

კასპის „გრიფინმა" მოწინააღმდეგე ანგარიშით 115 : 92 დაამარცხა.

"ვულოცავთ „გრიფინს“ რიგით მესამე გამარჯვებას. „გრიფინი“ მომდევნო თამაშს 26 დეკემბერს კვლავ კლუბ „ასტრალთან“ თბილისის არენაზე გამართავს. გამარჯვების შემთხვევაში A ლიგაში გადავა. კასპის მუნიციპალიტეტის მერია წარმატებებს უსურვებს კლუბ Griffin Kaspi • კასპის „გრიფინს“",- ნათქვამია კასპის მერიის ინფორმაციაში.



რუსებმა ხარკოვს დრონებით შეუტიეს - დაშავებულებს შორის არინ ბავშვები
ტრამპის ადმინისტრაცია ამკაცრებს სანქციებს რუსულ ნავთობზე, გაზსა და საბანკო სექტორებზე
პროკურატურა - სასამართლომ ნარკოდანაშაულსა და ფულის გათეთრებაში 10 პირი დამნაშავედ ცნო
საფრანგეთის პარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომელშიც საქართველოს არჩევნებში რუსული ჩარევებიცაა ნახსენები