თვითმარქვია ხელისუფლებას, რომელიც ირანსა და ჩინეთზეა შეყვარებული, ტრამპი მხარს ვერ და არ დაუჭერს,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს.
ცისკარიშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ „20 იანვარზე დამყარებული იმედები აბსურდია“.
„არანაირი ტრამპის მოსვლა მათ არ უშველის იმიტომ, რომ ტრამპი იქნება ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე და ვერანაირ თვითმარქვია ხელისუფლებას, რომელიც ირანსა და ჩინეთზეა შეყვარებული, ტრამპი მხარს ვერ და არ დაუჭერს. აქედან გამომდინარე, 20 იანვარზე დამყარებული იმედები არის აბსურდი, ფუჭი მოლოდინი მათი მხრიდან და აქვე ისიც გავითვალისწინოთ, რომ „მაგნიტსკის აქტში“ თვითმარქვია ხელისუფლების წარმომადგენლების შეყვანა არის უსერიოზულესი სიგნალი ამ რეჟიმის სხვა წარმომადგენლებისთვის“,- აცხადებს ცისკარიშვილი „მთავარ არხთან“ საუბრისას.
შეგახსენებთ, გუშინ, 19 დეკემბერს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძეს ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა და ისინი „გლობალური მაგნიტსკის სიაში“ შეიყვანა.
გუშინვე, გაერთიანებულმა სამეფომ შსს-ს უმაღლესი თანამდებობის პირები, მათ შორის მინისტრი, მისი მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე და გდდ-ს ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი დაასანქცირა.
„დღეს ის დღეა, ჩვენი ერთგული მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში რომ ელოდებით ხოლმე“ - „ფარმადეპოში“ BLACK FRIDAY-ის გრანდიოზული შეთავაზებები დაიწყო
მე 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა - პირდაპირი
ჯპს-ის ნებისმიერ ფილიალში Black Friday-ს გამორჩეული აქციები უკვე ძალაშია
ფეხბურთი მელიქიშვილზე
მოქალაქეებმა კვლავ ჭავჭავაძის გამზირის ტერიტორია დაიკავეს - პროტესტი გრძელდება
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |