თვითგამოცხადებული, არალეგიტიმური ბანდ-ფორმირება, სახელად „ქართული ოცნება“ უკვე ოფიციალურად არის გამწესებული ტერორისტების, ავტოკრატების და საერთაშორისო კრიმინალების შავ სიაში, რომელთანაც ცივილიზებულ მსოფლიოს საერთო არაფერი გააჩნია,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
როგორც გეგელიამ აღნიშნა, მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების მიერ დაწესებული სანქციები ქართველი ხალხის ურყევი ბრძოლის, გამარჯვებული კოალიციის კოორდინირებული მუშაობისა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია.
მისივე თქმით, „კონკრეტული პირებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება, ფინანსური და ეკონომიკური სანქციები გაგრძელდება მანამ, სანამ არალეგიტიმური რეჟიმი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ტერორიზმს არ შეწყვეტს და ახალი არჩევნები არ დაინიშნება“.
„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ „ქართული ოცნების" თვითმარქვია რეჟიმის წარმომადგენლებს საბოლოო განაჩენი გამოუტანა. თვითგამოცხადებული, არალეგიტიმური ბანდ-ფორმირება, სახელად „ქართული ოცნება" უკვე ოფიციალურად არის გამწესებული ტერორისტების, ავტოკრატების და საერთაშორისო კრიმინალების შავ სიაში, რომელთანაც ცივილიზებულ მსოფლიოს საერთო არაფერი გააჩნია.
მშვიდობიანი მოქალაქეების დატერორებას და სახელმწიფოს მოტაცების მცდელობას საერთაშორისო თანამეგობრობა არ ტოვებს უპასუხოდ. დასავლეთი მოქმედებს, და მოქმედებს მწვავედ. გარდა სავიზო რეჟიმის გაუქმებისა კონკრეტული პირებისთვის, უკვე აგრეთვე დაწესებულია ფინანსური და ეკონომიკური სანქციები, რაც გაგრძელდება მანამ, სანამ არალეგიტიმური რეჟიმი არ შეწყვეტს ტერორიზმს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ და არ დაინიშნება ახალი არჩევნები.
დადგა მომენტი, როდესაც ბოროტმოქმედთა დაჯგუფებას, სახელად „ქართული ოცნება" არამარტო არ აღიარებს არცერთი დემოკრატიული სახელმწიფო, არამედ ახლა უკვე ჰყავს სანქცირებული ლიდერები, მათ შორის მოქმედი ე. წ. პრემიერი და ე. წ. შინაგან საქმეთა მინისტრი, რომლის მაგნისტკის სიაში შეყვანა არის ამ რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულების - ადამიანების დევნის, წამების, გატაცების, დატერორების - პირდაპირი აღიარება სრულიად ცივილიზებული მსოფლიოს მიერ.
საყურადღებოა, რომ გარდა მაგნიცკის სანქციებისა, აშშ-მ ასევე დააწესა დამატებითი სავიზო სანქციები სხვადასხვა ადგილობრივი მუნციპალიტეტის მმართველებსა და მათ ოჯახებზე, რომლებიც ბოროტად იყენებდნენ საკუთარ უფლებამოსილებას და ზღუდავდნენ ადამიანების უფლებას, თავისუფლად და ძალდატანების გარეშე მიეცათ ხმა. ამ ნაბიჯით, აშშ-მ კიდევ ერთხელ და კიდევ უფრო მკაფიოდ დააფიქსირა, რომ 26 ოქტომბერს საქართველოში არ ჩატარებულა დემოკრატიული არჩევნები, რომელსაც რაიმე ლეგიტიმაცია შეიძლება ჰქონდეს. კრიმინალური, სანქცირებული რეჟიმის პირობებში წარმოუდგენელია სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციონირება; სრულად გაუქმებულია უსაფრთხოების და განვითარების შანსები და გაჩერებულია თანამშრომლობა კრიტიკული მიმართულებებით, როგორიცაა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია, ინვესტიციები, ზრდა და განვითარება.
ივანიშვილის რეჟიმი წარმოადგენს შავ ლაქას საქართველოს ისტორიაში, რომლის წყალობით ყოველი დღე, რომელსაც საქართველო გაატარებს არალეგიტიმური რეჟიმის მმართველობის ქვეშ, უდიდეს დარტყმას აყენებს თითოეული მოქალაქის ფინანსურ, ფიზიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ კეთილდღეობას. ყოველი დღე, რომელსაც საქართველო გაატარებს სანქცირებული, კრიმინალი ლიდერების მმართველობის ქვეშ არის დღე, რომელიც ქართველმა ერმა დაკარგა კეთილდღეობისკენ, მშვიდობისკენ, ევროკავშირისკენ და ნატოსკენ მიმავალ გზაზე. და აქ არ არსებობს გამონაკლისები - ბოროტმოქმედი რეჟიმის წყალობით, მნიშვნელოვნად დაზარალდება თითოეული მოქალაქე, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა. დაბოლოს, მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების მიერ დაწესებული სანქციები არის ქართველი ხალხის ურყევი ბრძოლის, გამარჯვებული კოალიციის კოორდინირებული მუშაობისა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის შედეგი. მინდა თითოეულმა პატრიოტმა მოქალაქემ იცოდეს, რომ მისი წვლილი ამ პროცესში ფასდაუდებელია. ახლა როგორც არასდროს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოქალაქემ, ყველა ჩვენგანმა განგრძობითად შეიტანოს საკუთარი წვლილი თვითგამოცხადებული რეჟიმის მშვიდობიანი ჩამოშლის საქმეში; ამასთან, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მეტმა და მეტმა დიპლომატმა, საჯარო მოხელემ და ძალოვანმა მიატოვოს ბოროტმოქმედი რეჟიმი, რომელმაც განახორციელა საკონსტიტუციო გადატრიალება და საკუთარ ერს ღია ომი გამოუცხადა. ეს არის ქართველი ერის თავისუფალი, მშვიდობიანი ბრძოლა თვითმარქვია რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც დასრულდება ერის გადამწყვეტი გამარჯვებით!“- განაცხადა გეგელიამ.
„დღეს ის დღეა, ჩვენი ერთგული მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში რომ ელოდებით ხოლმე“ - „ფარმადეპოში“ BLACK FRIDAY-ის გრანდიოზული შეთავაზებები დაიწყო
მე 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა - პირდაპირი
ჯპს-ის ნებისმიერ ფილიალში Black Friday-ს გამორჩეული აქციები უკვე ძალაშია
ფეხბურთი მელიქიშვილზე
მოქალაქეებმა კვლავ ჭავჭავაძის გამზირის ტერიტორია დაიკავეს - პროტესტი გრძელდება
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |