ირაკლი კობახიძემ ვახტანგ გომელაური ვიცე-პრემიერად დანიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოს ვიცე-პრემიერად დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, შესაბამის ბრძანებას ირაკლი კობახიძემ ხელი დღეს მოაწერა.

„საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში დღეიდან სამი ვიცე-პრემიერი იქნება. პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ასრულებს. ვიცე-პრემიერია თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი“,- აღნიშნულია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და მასთან ერთად 4 პირი, გუშინ, 19 დეკემბერს გაერთიანებულმა სამეფომ დაასანქცირა. საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სანქცირებულ პირებს დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის აკრძალვა და აქტივების გაყინვა ემუქრებათ, რაც მათი დიდი ბრიტანეთიდან და მისი ეკონომიკიდან გარიცხვას ნიშნავს.

გუშინვე, გომელაურსა და შსს-ს კიდევ ერთი მაღალი თანამდებობის პირს სანქციები ამერიკის შეერთებულმა შტატების სახაზინო დეპარტამენტმაც დაუწესა და „გლობალური მაგნიტსკის სიაში“ შეიყვანა.  



პრეზიდენტი - მაგდებურგში საშობაო ბაზრობაზე მომხდარი თავდასხმა შობის სულისკვეთებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ საშინელი შეტევაა
ცესკო - ეუთო/ოდირის დასკვნა ადასტურებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო
კასპის მუნიციპალიტეტში პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის დაბადების დღე აღინიშნა
დოლიძე - ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მხარი დაუჭირა ივანიშვილის დასანქცირებას