მედია - რუსეთმა უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა - ქვეყანაში საჰაერო განგაშია გამოცხადებული

რუსეთმა უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა - ქვეყანაში მასშტაბური საჰაერო განგაშია გამოცხადებული. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით, სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტები გაუშვა, რის შედეგადაც დედაქალაქ კიევში აფეთქებების ხმა ისმოდა.

როგორც კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ აღნიშნა, კიევში საჰაერო თავდაცვის სისტემები მუშაობს.

მოგვიანებით მანვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ რამდენიმე რაიონში რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ხანძარი გაჩნდა, რამაც შენობებისა და ავტომანქანების დაზიანება და რამდენიმე ადამიანის დაშავება გამოიწვია.

მისივე ცნობით, გოლოშეევსკის რაიონში დაშავებული ადამიანების გამო, მედპერსონალის გამოძახება გახდა საჭირო.



პრეზიდენტი - მაგდებურგში საშობაო ბაზრობაზე მომხდარი თავდასხმა შობის სულისკვეთებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ საშინელი შეტევაა
ცესკო - ეუთო/ოდირის დასკვნა ადასტურებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო
კასპის მუნიციპალიტეტში პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის დაბადების დღე აღინიშნა
დოლიძე - ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მხარი დაუჭირა ივანიშვილის დასანქცირებას