უკრაინის სახელმწიფო რეესტრზე კიბერშეტევა განხორციელდა, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო და ერთიანი რეესტრის სისტემის მუშაობა დროებით შეჩერებულია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ვიცე-პრემიერზე, ოლგა სტეფანიშინაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სტეფანიშინას განცხადებით, თავდასხმა რუსი ჰაკერების მიერ იყო ორგანიზებული, რომლის მიზანსაც სამთავრობო სამსახურების ფუნქციონირების შეჩერება წარმოადგენდა.
„უკრაინის სახელმწიფო რეესტრზე კიბერშეტევა განხორციელდა, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო და ერთიანი რეესტრის სისტემის მუშაობა დროებით შეჩერებულია.
ახლა სპეციალისტებთან ერთად, კოორდინაციას ვუწევთ მუშაობას კიბერშეტევასთან დასაპირისპირებლად და სისტემების აღსადგენად. უკვე ნათელია, რომ თავდასხმა განხორციელდა რუსების მიერ, რათა სახელმწიფოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ფუნქციონირება შეჩერებულიყო“,- განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.
„დღეს ის დღეა, ჩვენი ერთგული მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში რომ ელოდებით ხოლმე“ - „ფარმადეპოში“ BLACK FRIDAY-ის გრანდიოზული შეთავაზებები დაიწყო
მე 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა - პირდაპირი
ჯპს-ის ნებისმიერ ფილიალში Black Friday-ს გამორჩეული აქციები უკვე ძალაშია
ფეხბურთი მელიქიშვილზე
მოქალაქეებმა კვლავ ჭავჭავაძის გამზირის ტერიტორია დაიკავეს - პროტესტი გრძელდება
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |