ევროპული საბჭო - ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ მკაცრად ვგმობთ

ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ მკაცრად ვგმობთ,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ევროპული საბჭო ლიდერების სამიტის შემდეგ აქვეყნებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროპული საბჭო „იმეორებს თავის სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებების მიმართ, რომელიც ეწინააღმდეგება ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული“.

„ევროპული საბჭო იმეორებს თავის სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებების მიმართ, რომელიც ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი.

საბჭო წუხილს გამოთქვამს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, შეაჩეროს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2028 წლამდე.

ევროპული საბჭო მკაცრად გმობს ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ. საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას და თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან. ძალადობის ყველა აქტი უნდა იყოს გამოძიებული და პასუხისმგებელმა პირებმა აგონ პასუხი.

ევროპული საბჭო ხაზს უსვამს ევროკავშირის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზას, თუკი საქართველოს ხელისუფლება შეცვლის თავის დღევანდელ ქმედებებს“,- აღნიშნულია განცხადებაში.



პრეზიდენტი - მაგდებურგში საშობაო ბაზრობაზე მომხდარი თავდასხმა შობის სულისკვეთებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ საშინელი შეტევაა
ცესკო - ეუთო/ოდირის დასკვნა ადასტურებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო
კასპის მუნიციპალიტეტში პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის დაბადების დღე აღინიშნა
დოლიძე - ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მხარი დაუჭირა ივანიშვილის დასანქცირებას