თბილისში დღეს რამდენიმე საპროტესტო მარში გაიმართება

დღეს, 20 დეკემბერს თბილისში რამდენიმე მარში გაიმართება.

უწყვეტი პროტესტის 23-ე დღეს ხალხი ქუჩაში დღის სხვადასხვა მონაკვეთსა და სხვადასხვა ადგილზე შეიკრიბება.

გთავაზობთ საპროტესტო აქციების განრიგს:

08:00 - გლდანის სამეზობლოს მარში - გლდანის პარკი (ომარ ხიზანიშვილის ქუჩა);

08:00 - დიდი დიღმის სამეზობლოს მარში - ანბანის სკვერი;

12:00 - სტუდენტური ჯგუფი - თავისუფალი აუდიტორია, თსუ-ს X კორპუსი;

12:00 - თავისუფლება რუსული რეჟიმის ტყვეებს! - გლდანის ციხე;

12:00 - მსვლელობა ბანკებთან - შენი ვალია ვალი არ მქონდეს! - მარჯანიშვილის მოედნიდან საქართველოს პარლამენტამდე;

13:00 - IT/TECH პროტესტი - მარჯანიშვილის მოედნიდან საქართველოს პარლამენტამდე;

13:00 - გაფიცვა

17:00 - ადვოკატების მსვლელობა - იუსტიციის უმაღლესი საბჭო (ბოჭორმის 12);

18:00 - საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტები ევროპული მომავლისთვის - მარჯანიშვილის მეტროდან საქართველოს პარლამენტამდე;

18:00 - ვეგანთა მარში თავისუფლებისთვის - პირველი რესპუბლიკის მოედანი;

18:00 - მოგზაურთა მარში - ევროპის მოედანი;

19:00 - ადრეული განათლების მარში - რუსთაველის მეტროდან საქართველოს პარლამენტამდე;

19:00 - ენერგეტიკოსები სინათლის, თავისუფლების და განვითარების ენერგიის მხარეს! - კონკა;

20:00 - აუტიზმის კოალიციის მსვლელობა - ევროპის მოედანი.

თბილისში საერთო აქცია 19:00 საათზე, პარლამენტთან დაიწყება.



პრეზიდენტი - მაგდებურგში საშობაო ბაზრობაზე მომხდარი თავდასხმა შობის სულისკვეთებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ საშინელი შეტევაა
ცესკო - ეუთო/ოდირის დასკვნა ადასტურებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო
კასპის მუნიციპალიტეტში პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის დაბადების დღე აღინიშნა
დოლიძე - ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მხარი დაუჭირა ივანიშვილის დასანქცირებას