ნაუსედა - „ქართულმა ოცნებამ“ ქართველი ხალხის უმრავლესობას ევროპული ოცნება არ უნდა წაართვას

„ქართულმა ოცნებამ“ ქართველი ხალხის უმრავლესობას ევროპული ოცნება არ უნდა წაართვას,- ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც ნაუსედამ აღნიშნა, მისთვის ყველაზე დიდ იმედგაცრუებას საქართველოს მთავრობის განცხადება იწვევს - მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ხალხის 80% მხარს ევროპულ ოცნებას უჭერს.

„მე ქართველი ხალხის მეგობარი ვარ მთელი გულით, მაგრამ ის, რასაც ახლა ვხედავ, ნამდვილად იმედგაცრუებას იწვევს. დიახ, ჩვენ შეგვიძლია, განვიხილოთ არჩევნების შედეგები, სავარაუდოდ, ჩვენ ვნახავთ ადამიანებს, რომლებიც იტყვიან, რომ ეს იყო ყალბი არჩევნები და რომ ისინი არ აღიარებენ შედეგებს. იქნება მეორე მხარეც, რომელიც საპირისპიროს იტყვის. თუმცა, ჩემთვის ყველაზე დიდ იმედგაცრუებას იწვევს მთავრობის განცხადება, რომ ისინი შორდებიან ევროპულ გზას, მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ხალხის 80% მტკიცედ უჭერს მხარს ევროპულ ოცნებას. ასე რომ, „ქართულმა ოცნებამ“ არ უნდა წაართვას ევროპული ოცნება ქართველი ხალხის უმრავლესობას“,- განაცხადა ნაუსედამ.



პრეზიდენტი - მაგდებურგში საშობაო ბაზრობაზე მომხდარი თავდასხმა შობის სულისკვეთებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ საშინელი შეტევაა
ცესკო - ეუთო/ოდირის დასკვნა ადასტურებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო
კასპის მუნიციპალიტეტში პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის დაბადების დღე აღინიშნა
დოლიძე - ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მხარი დაუჭირა ივანიშვილის დასანქცირებას