შუახევში მათემატიკის მოყვარულთა კლუბის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ღონისძიებას შუახევის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, რესურსცენტრის ხელმძღვანელი ედუარდ გოგრაჭაძე და ,,აჭარისწყალი ჯორჯიას" წარმომადგენლები ინგული დავითაძე და ჯამბულ წულუკიძე ესწრებოდნენ.
„მათემატიკის მოყვარულთა კლუბი მუნიციპალიტეტის მერიისა და ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ დაფინასებით შეიქმნა. კლუბის წევრები VII-VIII კლასის მოსწავლეები არიან, რომლებიც კონკურსის წესით შეირჩნენ. აქტიური მონაწილეობისთვის კლუბის წევრები სერთიფიკატებით, ხოლო მოწვეული პედაგოგი და რესურსცენტრის წარმომადგენლები მადლობის ბარათებით დაჯილდოვდნენ. პროექტები ხელს უწყობს ახალგაზრდების ცნობიერებისა და მოტივაციის ამაღლებას, ჩართულობის გაზრდას სხვადასხვა ღონისძიებებში, მოყვარულთა კლუბებსა და საგნობრივ კონკურსებში, კონფერენციებსა და ოლიმპიადებში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
„დღეს ის დღეა, ჩვენი ერთგული მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში რომ ელოდებით ხოლმე“ - „ფარმადეპოში“ BLACK FRIDAY-ის გრანდიოზული შეთავაზებები დაიწყო
მე 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა - პირდაპირი
ჯპს-ის ნებისმიერ ფილიალში Black Friday-ს გამორჩეული აქციები უკვე ძალაშია
ფეხბურთი მელიქიშვილზე
მოქალაქეებმა კვლავ ჭავჭავაძის გამზირის ტერიტორია დაიკავეს - პროტესტი გრძელდება
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |