გამისწორდნენ ფიზიკურად იქვე, სანამ მანქანამდე მიმიყვანდნენ და მერე უკვე ფიზიკურად გამისწორდნენ მანქანაშიც და ეს გრძელდებოდა 15-20 წუთის განმავლობაში მაინც,- ამის შესახებ აქციაზე დაკავებული დავით ხარაიშვილი აცხადებს.
როგორც ხარაიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც დღეს მისი პროცესი უნდა გაიმართოს, „TV პირველთან“ საუბრისას აღნიშნა, გამოძიება მას პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.
„ის, რომ საერთოდ სასამართლოში მე მიწევს ახლა მოსვლა და განსასჯელის სკამზე, ეგ ცალკწე ტრაგიკომედიაა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ფორმალობის დასრულება რაღაცნაირად მომიწევს. ვიდექი აქციაზე, ბესიკის ქუჩაზე. ამ დროს ზევიდან ხალხი მორბოდა და მივხვდი, რომ ვიღაცები მოსდვდნენ. და მეც შევუხვიე კონსერვატორიის ქუჩაზე და იქ დამაკავა დაკამავეს, გამიტაცეს გაუგებარმა ნიღბიანებმა, რომლებსაც პოლიციის ნიშანი არ ჰქონდათ. გამისწორდნენ ფიზიკურად იქვე, სანამ მანქანამდე მიმიყვანდნენ და მერე უკვე ფიზიკურად გამისწორდნენ მანქანაშიც და ეს გრძელდებოდა 15-20 წუთის განმავლობაში მაინც. დაუმორჩილებლობას მედავებიან პოლიციისადმი. არადა, გატაცების მომენტში ვეუბნებოდი პოლიციას, თუ ვინც იყვნენ - კრიმინალური ბანდა, რომ მივყვებოდი და ძალის გამოყენების საჭიროება არ იყო“,- აცხადებს ხარაიშვილი.
„დღეს ის დღეა, ჩვენი ერთგული მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში რომ ელოდებით ხოლმე“ - „ფარმადეპოში“ BLACK FRIDAY-ის გრანდიოზული შეთავაზებები დაიწყო
მე 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა - პირდაპირი
ჯპს-ის ნებისმიერ ფილიალში Black Friday-ს გამორჩეული აქციები უკვე ძალაშია
ფეხბურთი მელიქიშვილზე
მოქალაქეებმა კვლავ ჭავჭავაძის გამზირის ტერიტორია დაიკავეს - პროტესტი გრძელდება
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |