კასპში პირველი პროფესიონალური საკალათბურთო კლუბი Griffin Kaspi შეიქმნა

კასპში პირველი პროფესიონალური საკალათბურთო კლუბი Griffin Kaspi „კასპის გრიფინი“ შეიქმნა. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, კლუბი „გრიფინი“ (მწვრთნელები გიორგი სიმონიშვილი და გიორგი მოსიაშვილი) კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და მხარდაჭერით შეიქმნა და კასპის საკალათბურთო ისტორიაში ახალი ფურცელი გადაშალა.

„მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა კლუბის მოთამაშეები ვარჯიშის დროს მოინახულეს და პირველი გამარჯვება მიულოცეს.

პირველი ამხანაგური მატჩი ა ლიგის რუსთავის კლუბთან 100 : 87 გამარჯვებით დაასრულეს. კლუბი გამოცდილი კალათბურთელებითა დაკომპლექტებული და ა ლიგაში გადასასვლელად ორი საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა უწევთ.

პირველ ეტაპზე 8 - 15 დეკემბერს კლუბ „მთიებს“ დაუპირისპირდებიან, გამარჯვების შემთხვევაში კი - 23 – 26 დეკემბერს „ასტრალს“.

ვახტანგ მაისურაძემ წარმატებები უსურვა საკალათბურთო კლუბ „გრიფინს“ და აღნიშნა - კლუბს კიდევ ერთი „დატვირთვა“ ექნება - ნიჭიერი კასპელი ახალგაზრდები, რომლებიც ამჟამად ადგილობრივ გუნდში ვარჯიშობენ "გრიფინში" რეგულარულად ივარჯიშებენ და მიეცემათ საშუალება მეტი პროფესიონალიზმისა და მომავალი წინსვლისთვის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.



პრეზიდენტი - მაგდებურგში საშობაო ბაზრობაზე მომხდარი თავდასხმა შობის სულისკვეთებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ საშინელი შეტევაა
ცესკო - ეუთო/ოდირის დასკვნა ადასტურებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო
კასპის მუნიციპალიტეტში პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის დაბადების დღე აღინიშნა
დოლიძე - ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მხარი დაუჭირა ივანიშვილის დასანქცირებას