ჩუბინაშვილის ცენტრი - ყველა მოქალაქის ვალია ანტიდასავლური ავტორიტარიზმის საფრთხეს წინ აღუდგეს

ყველა მოქალაქის ვალია ანტიდასავლური ავტორიტარიზმის საფრთხეს წინ აღუდგეს,- ამის შესახებ გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ეროვნული კვლევითი ცენტრი განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ადამიანები ქვეყნის ევროპული არჩევანის, დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებების დასაცავად მტკიცედ უნდა დადგნენ.

„ბოლო დროს საქართველოში მიმდინარე მოვლენები ცხადყოფს, რომ ხელისუფლებამ მკვეთრად გადაუხვია ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსიდან, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის ნებას, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას და ისტორიულ მისწრაფებებს.

28 ნოემბრის განცხადებას 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებზე უარის შესახებ მომდევნო დღეებში მოჰყვა ათიათასობით მოქალაქის საპროტესტო გამოსვლები, რომლებსაც პოლიცია ძალის გადამეტებით არბევს. ფიზიკურად უსწორდებიან პროტესტის ათეულობით მონაწილეს.

შექმნილ ვითარებაში საქართველოს ყველა მოქალაქის ვალია წინ აღუდგეს ანტიდასავლური ავტორიტარიზმის საფრთხეს და მტკიცედ დადგეს ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანის, დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებების დასაცავად“,- აღნიშნულია განცხადებაში.



პრეზიდენტი - მაგდებურგში საშობაო ბაზრობაზე მომხდარი თავდასხმა შობის სულისკვეთებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ საშინელი შეტევაა
ცესკო - ეუთო/ოდირის დასკვნა ადასტურებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო
კასპის მუნიციპალიტეტში პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის დაბადების დღე აღინიშნა
დოლიძე - ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მხარი დაუჭირა ივანიშვილის დასანქცირებას