საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 28 და 29 ნოემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების მეშვეობით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით.

„მთაწმინდის რაიონის სხვა ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით, თავისუფლების მოედანზე კი გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით.

მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მობრუნების შემდეგ, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით იმოძრავებენ“,- აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.



პრეზიდენტი - მაგდებურგში საშობაო ბაზრობაზე მომხდარი თავდასხმა შობის სულისკვეთებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ საშინელი შეტევაა
ცესკო - ეუთო/ოდირის დასკვნა ადასტურებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო
კასპის მუნიციპალიტეტში პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის დაბადების დღე აღინიშნა
დოლიძე - ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მხარი დაუჭირა ივანიშვილის დასანქცირებას