უკვე ვსაუბრობთ პარტნიორებთან საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, რომლებიც რუსეთიდან ახალ რისკებს შეაჩერებენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, რუსეთის მიერ ტერორისთვის ახალი რაკეტების გამოსაცდელად სხვა ქვეყნების გამოყენება სწორედ საერთაშორისო დანაშაულს წარმოადგენს.
„ჩემი დავალებით, უკრაინის თავდაცვის მინისტრი უკვე მართავს ჩვენს პარტნიორებთან შეხვედრებს საჰაერო თავდაცვის ახალ სისტემებზე - სწორედ ისეთ სისტემებზე, რომლებსაც შეუძლია ახალი რისკებისგან სიცოცხლის დაცვა.
დღეს უკვე მეტი დეტალია დადგენილი ახალ რაკეტასთან დაკავშირებით, რომლითაც რუსეთმა დნიპროს დაარტყა და ყველა დეტალს მივცემთ ჟურნალისტებს - საერთაშორისო ჟურნალისტებს. მსოფლიომ სიმართლე უნდა იცოდეს და უნდა იაზრებდეს, რომ ერთადერთი, ვისაც მშვიდობა არ სურს - რუსეთია. სწორედ ამისთვის სჭირდება რუსეთს ესკალაციები.
რუსეთის მხრიდან ეს ისეთი სახელმწიფოების პოზიციის დაცინვაა, როგორიცაა ჩინეთი, გლობალური სამხრეთის სახელმწიფოები, ზოგიერთი ლიდერი, რომლებიც ყოველ ჯერზე შეკავებისკენ მოწოდებებით გამოდიან, და პასუხად მოსკოვისგან უცვლელად რაღაც ახალ ესკალაციას იღებენ“,- განაცხადა ზელენსკიმ.
„დღეს ის დღეა, ჩვენი ერთგული მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში რომ ელოდებით ხოლმე“ - „ფარმადეპოში“ BLACK FRIDAY-ის გრანდიოზული შეთავაზებები დაიწყო
მე 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა - პირდაპირი
ჯპს-ის ნებისმიერ ფილიალში Black Friday-ს გამორჩეული აქციები უკვე ძალაშია
ფეხბურთი მელიქიშვილზე
მოქალაქეებმა კვლავ ჭავჭავაძის გამზირის ტერიტორია დაიკავეს - პროტესტი გრძელდება
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |