დონალდ ტრამპმა აშშ-ის ხაზინის მდივნის თანამდებობაზე სკოტ ბესენტი წარადგინა

ამერიკის შეერთებული შტატების ახალად რჩეულმა პრეზიდენტმა “რესპუბლიკელმა“ დონალდ ტრამპმა აშშ-ის ხაზინის მდივნის თანამდებობაზე სკოტ ბესენტი წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ხაზინის დეპარტამენტის მდივნის თანამდებობაზე სკოტ ბესენტის კანდიდატურა აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს.

62 წლის მილიარდერი სკოტ ბესენტი ჰეჯ-ფონდის, Key Square Capital Management-ის დამფუძნებელია და საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის დროს ეკონომიკურ საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველი იყო.

„სკოტს დიდ პატივს სცემენ, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ინვესტორს, გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ სტრატეგს“, - წერს ტრამპი სოციალურ ქსელ X-ზე.



პრეზიდენტი - მაგდებურგში საშობაო ბაზრობაზე მომხდარი თავდასხმა შობის სულისკვეთებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ საშინელი შეტევაა
ცესკო - ეუთო/ოდირის დასკვნა ადასტურებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო
კასპის მუნიციპალიტეტში პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის დაბადების დღე აღინიშნა
დოლიძე - ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მხარი დაუჭირა ივანიშვილის დასანქცირებას