უკრაინაში რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი პაველ კლიმენკო დაიღუპა

უკრაინაში რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი პაველ კლიმენკო დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, არმიის გენერალ-მაიორი, ალექსანდრე ზახარჩენკოს სახელობის მე-5 მოტომსროლელ ბრიგადას ხელმძღვანელობდა. 

კლიმენკოს ბრალად ედებოდა წამების ორგანიზება და თავისი ქვეშევრდომებისგან ფულის აღება ფრონტის უკანა ხაზზე გაგზავნის სანაცვლოდ.

გამოცემა "ასტრას" გამოძიების თანახმად, დონეცკის მიტოვებულ შახტში კლიმენკომ რუსი სახმედრო მოსამსახურეებისთვის საწამებელი კონცლაგერი მოაწყო. იქ სამხედროებს შეტევით ჯგუფებში მონაწილეობაზე დათანხმებას აიძულებდნენ და ფულს სძალავდნენ.

პაველ კლიმენკო გახდა მერვე რუსი გენერალი, რომელიც უკრაინაში დაიღუპა

ამ დროისთვის, მისი სიკვდილის გარემოებები უცნობია.



თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს უთმობს
PSP Pharma განცხადებას ავრცელებს - ამ ისტორიას აღვიქვამთ, როგორც თავისუფალ ბიზნესზე მორიგ ზეწოლას და დაზარალების მცდელობას
Reuters - სირიაში, ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერ ძალებთან დაპირისპირების შედეგად, 14 პოლიციელი დაიღუპა
The Times Of Israel - მედიკოსები აცხადებენ, რომ ისრაელის თავდასხმას ღაზაში, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა