ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს გაერთიანების მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს მის ევროპულ გზაზე. ამავე დროს, იგი იმეორებს თავის სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებების კურსის მიმართ, რომელიც ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნაშია ნათქვამი.
დოკუმენტის თანახმად, "ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ასეთი კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს. იგი მოუწოდებს საქართველოს, მიიღოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები ევროპული ინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად“.
ევროპული საბჭო აღნიშნავს, რომ განაგრძობს სიტუაციის ყურადღებით მონიტორინგს.
"ევროპული საბჭო ელოდება, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიებისთვის შეუფერხებელი წვდომით. ევროპული საბჭო ხაზს უსვამს თავისუფალი, დამოუკიდებელი და პლურალისტური მედიის დაცვის საჭიროებას.
ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. იგი ხაზს უსვამს ევროკავშირის მუდმივ ვალდებულებას, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და არაღიარების და ჩართულობის პოლიტიკის მიმართ“,- აღნიშნულია ევროპული საბჭოს სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნაში.
გაზაფხულზე მცენარეებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ
ჯპს-ში ქრონიკული მოხმარების მედიკამენტები 30% და მეტი ფასდაკლებით დაგხვდებათ
არგენტინაში ტყის მასიური ხანძარი
ღაზას სექტორი დღეს დილით
უშგულში თოვს
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |