კასპის მუნიციპალიტეტის მერია ვარდისფერი ოქტომბრის ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების კამპანიას შეუერთდა

კასპის მუნიციპალიტეტის მერია შეუერთდა ვარდისფერი ოქტომბრის ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების კამპანიას, რომლის მიზანია სიმპტომების ნაადრევი აღმოჩენის, თვითშემოწმებისა და სასკრინინგო კვლევების შესახებ საზოგადოების ინფორმირება. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, 16 ოქტომბერს კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კონტრაქტორი ორგანიზაციის "საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის" ორგანიზებით,  კასპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, ოჯახის, სკოლის და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების სამედიცინო პერსონალისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

"შეხვედრის პარალელურად სოფელ დოესში ნიქოზის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის მობილური გუნდი   სკრინინგულ კვლევებს ატარებდა, რომელიც მუნიციპალიტეტის 8 ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება",- ნათქვამია ინფორმაციაში.



ჰერჩინსკი - მექმნება შთაბეჭდილება, რომ შეჯიბრი გვაქვს ხელისუფლებაში, ვინ მიაყენებს EU-ს შეურაცხყოფას ყველაზე მეტად - ეს მიუღებელია
რიჟვაძე - მოსახლეობამ აჭარაში კარგად იცის, რომ სააკაშვილის, „ნაც მოძრაობის“ მთავარი რეკეტი გახლდათ ხაზარაძე, რომელსაც უკავშირდება არაერთო ოჯახის გაუბედურება
რიჟვაძე - რიჟვაძე - აჭარის ბიუჯეტით დაგეგმილი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები მორგებული და გათვლილია აჭარის მცხოვრებლის საჭიროებებზე
STEM ოლიმპიადის გამარჯვებული გუნდი „საქართველოს ბანკის“ დაფინანსებით, CERN - ის ლაბორატორიაში გაემგზავრა