კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

ბრალდებული ჯაიანი კვლავ დუმილის უფლებით სარგებლობს და განცხადება არც სასამართლოში გაუკეთებია.

პროკურატურამ ბექა ჯაიანს განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდება დღეს წარუდგინა.

შეგახსენებთ, 18 სექტემბერს თბილისში, დიდ დიღომში ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე მოკლეს. დღეს, 19 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პოლიციამ გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1998 წელს დაბადებული ბ.ჯ. დააკავა.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1987 წელს დაბადებულ კ.ა.-ს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "თ" და "მ" პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.



პრეზიდენტი - მაგდებურგში საშობაო ბაზრობაზე მომხდარი თავდასხმა შობის სულისკვეთებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ საშინელი შეტევაა
ცესკო - ეუთო/ოდირის დასკვნა ადასტურებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო
კასპის მუნიციპალიტეტში პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის დაბადების დღე აღინიშნა
დოლიძე - ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მხარი დაუჭირა ივანიშვილის დასანქცირებას