კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თეზის საბავშვო ბაღში სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის პირველი ეტაპის ფარგლებში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თეზის საბავშვო ბაღში სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კასპის მერიის ცნობით, საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის სამუშაო პროცესს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

"თანამედროვე სტანდარტებით განახლებული საბავშვო ბაღი ასევე სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის და გათვალისწინებული იქნება ბავშვთა უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები. პატარები სკოლამდელ განათლებას თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გაუმჯობესებულ გარემოში მიიღებენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.

 



ნათია უჩავა 2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია
სახელმწიფო დეპარტამენტი - არჩევნებს ვუყურებთ, როგორც შესაძლებლობას ქართველი ამომრჩევლისთვის
კალაძე - ამერიკის საელჩოს დიდი პრობლემა აქვს, მგონი, ხაბეიშვილი ჩაუდეს Facebook-ის ადმინად
ლავროვი ოკუპირებულ ცხინვალზე - 2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება