2024 წლის საქართველოს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული ქ.თბილისის N126 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი, ნათია უჩავა გახდა.
გამარჯვებულს გენერალური სპონსორისგან - “გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 15 000 ლარი გადაეცა. კონკურსი, “ლიბერთი“ ბანკის სტრატეგიული პარტნიორობით მერვედ ჩატარდა და საუკეთესო ათეულის წევრები ლიბერთი ბანკმა ტრადიციულად წელსაც დააჯილდოვა.
წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტებს შორის იყვნენ: გიორგი ლიპარიშვილი - თბილისის მე-6 საავტორო სკოლის, ათასწლეულის სკოლის, საერთაშორისო ქართული სკოლის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; ნათია ნარსავიძე - დმანისის N3 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი; დიმიტრი პოპოვი - გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის მათემატიკის და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი; სოფიო ქუხილავა - მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მერვედ ჩატარდა და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის - The Global Teacher Prize ნაწილია.
გაზაფხულზე მცენარეებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ
ჯპს-ში ქრონიკული მოხმარების მედიკამენტები 30% და მეტი ფასდაკლებით დაგხვდებათ
არგენტინაში ტყის მასიური ხანძარი
ღაზას სექტორი დღეს დილით
უშგულში თოვს
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |