ლავროვი ოკუპირებულ ცხინვალზე - 2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება

2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დროებით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ ახსარ ჯიოევთან შეხვედრისას განაცხადა.

ლავროვის თქმით, რუსეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთის "უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დახმარებას" გააგრძელებს.

"ჩვენ გავაგრძელებთ დახმარებას ჩვენი მეგობრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული სფეროს განვითარებაში და სახელმწიფოს გაძლიერების სხვა სფეროებში, როგორც ეს გათვალისწინებულია ორმხრივი შეთანხმებებით და ჩვენთვის ერთადერთი გზაა წინსვლა. 2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება",- ამბობს ლავროვი.

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაცია და ე.წ. სამხრეთ ოსეთი "აქტიურად ურთიერთობენ".

"ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს აფხაზ მეგობრებთანაც",- აღნიშნა ლავროვმა.



კალანდარიშვილი - საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლები, რომელთა რეგისტრაციის მისამართი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა ან გაურკვეველია, არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ
ნათია უჩავა 2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია
სახელმწიფო დეპარტამენტი - არჩევნებს ვუყურებთ, როგორც შესაძლებლობას ქართველი ამომრჩევლისთვის
კალაძე - ამერიკის საელჩოს დიდი პრობლემა აქვს, მგონი, ხაბეიშვილი ჩაუდეს Facebook-ის ადმინად