ზურაბიშვილი - ხელისუფლებამ ვერ გაიგო, სად არიან მისი მეგობრები და სად არიან მისი მტრები

ხელისუფლებამ ვერ გაიგო, სად არიან მისი მეგობრები და სად არიან მისი მტრები, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიშეერთებული შტატების მთავრობის მიერ სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2024"-ის განუსაზღვრელი ვადით შეჩერებას. 

როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, "ღირსეული პარტნიორი 2024"-ის შეჩერება "შეიძლება იყოს იმავე დონის დაზიანება, როგორც არის რუსული კანონი ევროპული გზისთვის".

"ეს არის ძალიან დამაზიანებელი ამ ქვეყნისთვის, შეიძლება იყოს იმავე დონის დაზიანება, როგორც არის რუსული კანონი ჩვენი ევროპული გზისთვის. ეს არის ასეთივე დაზიანება ჩვენი ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობისთვის, რომელიც ჩვენი თავდაცვისთვის და ყველაფრისთვის, რაც აქამდე შენდებოდა ჩვენ ჯართან ამ დახმარებით და იმითი, ეს ყველაფერი არის უკვე ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ.

 ეს მხოლოდ იმიტომ რომ ხელისუფლება ვერ მიხვდა და ვერ გაიგო, თუ სად არიან მისი მეგობრები, სად არიან მისი მტრები და რა უნდა გაკეთდეს და სად არის მშვიდობა ამ ქვეყნის. მშვიდობა ამ ქვეყნის ვერ იქნება ვერც იზოლაციაში და ვერც ჩვენი პატნიორების გარეშე როცა დავრჩებით და არ გვექნება არც ერთი რესურსი, რომ ჩვენი ჯარი გავაძლიეროთ იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს დაცული. იმისთვის კი არა, რომ რაღაცა მოგონილი ფრონტები... დავიწყოთ დაცვა არის მზადებაში და ეს მზადება დღეს არის საფრთხის ქვეშ", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, აშშ-მა საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2024" განუსაზღვრელი ვადით გადადო.



ნათია უჩავა 2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია
სახელმწიფო დეპარტამენტი - არჩევნებს ვუყურებთ, როგორც შესაძლებლობას ქართველი ამომრჩევლისთვის
კალაძე - ამერიკის საელჩოს დიდი პრობლემა აქვს, მგონი, ხაბეიშვილი ჩაუდეს Facebook-ის ადმინად
ლავროვი ოკუპირებულ ცხინვალზე - 2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება