საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის ეგიდით, დღეს ბათუმში, კონფერენცია „ზრუნვა მომავალზე - ინოვაციები ნეონატოლოგიაში“ გაიმართა

საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის ეგიდით, დღეს ბათუმში, კონფერენცია "ზრუნვა მომავალზე - ინოვაციები ნეონატოლოგიაში" გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენციის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე და პირველი მოადგილე, მარი ზანაქიძე.

"უკვე მერამდენედ ვიღებ მონაწილეობას ამ კონფერენციის გახსნის ცერემონიაში და ეს ჩემთვის დიდი პატივია. უმნიშვნელოვანეს საქმეს ემსახურება თითოეული თქვენგანი და მინდა მადლიერება გამოვხატო თქვენი საქმიანობის მიმართ. ჩვენ, ჯანდაცვის წარმომადგენლები ვალდებულები ვართ თქვენი საქმიანობა დავაფასოთ და ის ფინანსური რისკები, რაც მოქალაქეების წინაშე დგას მინიმუმამდე დავიყვანოთ, დაგეხმაროთ ახალი სერვისების დანერგვაში, ვინაიდან ბავშვის ჯანმრთელობა არის უმნიშვნელოვანესი. ის, რასაც კონკრეტული ასოციაცია აკეთებს, არის ამ სფეროს განვითარების წინა პირობა, მინდა მადლობა გადაგიხადოთ და წარმატებები გისურვოთ", - აღნიშნა სიტყვით მისალმებისას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

კონფერენცია ყოველწლიურად იმართება და მასში მონაწილეობას წამყვანი ნეონატოლოგები, პედიატრები, გინეკოლოგები, ოჯახის ექიმები და სოფლის ექიმები ღებულობენ.



ნათია უჩავა 2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია
სახელმწიფო დეპარტამენტი - არჩევნებს ვუყურებთ, როგორც შესაძლებლობას ქართველი ამომრჩევლისთვის
კალაძე - ამერიკის საელჩოს დიდი პრობლემა აქვს, მგონი, ხაბეიშვილი ჩაუდეს Facebook-ის ადმინად
ლავროვი ოკუპირებულ ცხინვალზე - 2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება