ბერბოკი - მაღიზიანებს, დისკუსიები, სადაც უკრაინის მხარდაჭერა ქველმოქმედებად აღიქმება - ეს უსაფრთხოებაში ინვესტიციაა

მაღიზიანებს, როდესაც ჩვენ ვხედავთ დისკუსიებს, სადაც უკრაინის მხარდაჭერა აღიქმება როგორც საქველმოქმედო ჟესტი, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

როგორც ბერბოკმა აღნიშნა, უკრაინის დახმარება არის ინვესტიცია მშვიდობისა და თავისუფლების დაცვაში.

„ცოტა მაღიზიანებს, როდესაც ჩვენ ვხედავთ დისკუსიებს, სადაც უკრაინის მხარდაჭერა აღიქმება როგორც საქველმოქმედო ჟესტი და არა ის, რაც სინამდვილეში არის - ინვესტიცია ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებაში. ინვესტიცია ჩვენი მშვიდობისა და თავისუფლების დაცვაში. არ შეიძლება [ამაზე] უფრო დიდი ეროვნული ინტერესი არსებობდეს“, - განაცხადა ბერბოკმა.



კოკა რამიშვილის გამოფენის ტურები
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ვორკშოპი „მომხმარებელზე ორიენტირებული AI მმართველობა“ გაიმართა
ბაზისბანკი Meliora 2024-ის გამარჯვებულია ნომინაციაში „პასუხისმგებელი დამსაქმებელი“
„საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ამოქმედება ევროატლანტიკურ არჩევანს ძირს უთხრის“ - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაცია