ვოლოდიმირ ზელენსკი რომის პაპს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდირმირ ზელენსკი „დიდი შვიდეულის სამიტის“ ფარგლებში რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდა. ამის შესახებ პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.

ზელენსკის თქმით,  შეხვედრაზე ყურადღება რუსეთის აგრესიის შედეგებსა და უკრაინაში მშვიდობის ფორმულაზე გამახვილდა.

„ჩვენ განვიხილეთ უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შედეგები, რუსული საჰაერო ტერორი და რთული ვითარება ენერგეტიკულ სექტორში. ასევე ვისაუბრეთ მშვიდობის ფორმულაზე, წმინდა საყდრის როლზე უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარებაში, მოლოდინებზე, გლობალურ სამშვიდობო სამიტზე“, - წერს ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა აფასებს ვატიკანის მონაწილეობას სამშვიდობო სამიტში, რომელიც მიმართულია მშვიდობის დამყარებისკენ და განსაკუთრებით კი რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებაში შეტანილ წვლილს.



პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს მოპოვების, შენახვის, გამოძალვის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისში ნაცემი ახალგაზრდა კაცი კლინიკაში გარდაიცვალა - მომხდარზე 3 პირია დაკავებული
ზურაბიშვილი საქართველოს ელჩებს - მოქალაქეებისთვის არა-ჩვეულებრივი არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება - თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა
„თეგეტა ჰოლდინგმა“ გარემოს დაცვის თემაზე დებატების ეროვნული ტურნირის მონაწილეებს უმასპინძლა