თბილისში ნაცემი ახალგაზრდა კაცი კლინიკაში გარდაიცვალა - მომხდარზე 3 პირია დაკავებული

თბილისში ნაცემი ახალგაზრდა კაცი კლინიკაში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტზე 3 პირია დაკავებული და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მოქალაქე ანა კომლაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ახალგაზრდას ე.წ. უბნის მაყურებლებმა სცემეს, შემთხვევა კი ერთი კვირის წინ მოხდა.

"უმძიმესი დღე დაგვიდგა. უმძიმესი კვირა გავიარეთ. ჩემი შვილების მეგობარი მოგვიკლეს ქუჩაში ავაზაკებმა. ცემით მოკლეს!!!

ჩვენ უბნის მაყურებლები ვართო უთხრეს ნაძირალებმა. ჩვენ ბიჭს უთქვამს რაღა დროს უბნის მაყურებლებიაო და ცემით მოკლეს.

ერთი კვირა ებრძოდა სიკვდილს. ერთი კვირის თავზე დაგვეღუპა ჩვენი ბიჭი ღმერთოოო... როგორ გავუძლოო როგორ", - წერს მოქალაქე ანა კომლაძე.



სოფელ მეტეხში, ქართულ ჭიდაობაში გუნდური პირველობა გაიმართა
ცესკო პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან განმარტებას ითხოვს
„ქართულ ოცნება“ - 32%, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ - 20% - პარტიული რეიტინგები Edison Research-ის კვლევის მიხედვით
რა შეცვალა BOG-ის ბიბლიოთეკებმა 10 რეგიონის 23 სკოლის 14 000-ზე მეტი მოსწავლისთვის?