ორბანი - ნატოს 32 ქვეყნიდან 31-ს რუსეთის დამარცხება სურს - ეს შეცდომაა

შეცდომად მიმაჩნია, რომ ნატოს 32 ქვეყნიდან 31-ს რუსეთის დამარცხება სურს, - ამის შესახებ  უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

ორბანის თქმით,  უკრაინის გამარჯვება აუცილებელი არ არის, თუმცა ნატო მაინც აგრძელებს ომს, სანამ უნგრეთი მშვიდობის მხარესაა.

„უნგრეთის პოზიციაა, რომ ეს შეცდომაა. თუნდაც ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მარტო დავრჩით 32-ს შორის. უკრაინის გამარჯვება აუცილებელი არ არის, თუმცა ნატო მაინც აგრძელებს ომს, სანამ უნგრეთი მშვიდობის მხარესაა“, - განაცხადა ორბანმა.

მისივე განცხადებით, „არ სურს უნგრეთის ერთი კვადრატული ინჩი მაინც გახდეს რუსეთის სამხედრო სამიზნე“.

ინტერვიუში პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მისი მთავრობა უკრაინაში ნატოს მისიას არ დააბრკოლებს, მაგრამ არც მონაწილეობას მიიღებს მასში.



პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს მოპოვების, შენახვის, გამოძალვის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისში ნაცემი ახალგაზრდა კაცი კლინიკაში გარდაიცვალა - მომხდარზე 3 პირია დაკავებული
ზურაბიშვილი საქართველოს ელჩებს - მოქალაქეებისთვის არა-ჩვეულებრივი არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება - თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა
„თეგეტა ჰოლდინგმა“ გარემოს დაცვის თემაზე დებატების ეროვნული ტურნირის მონაწილეებს უმასპინძლა