ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკების დაწყების პირობებს ასახელებს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ "სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზად არის". უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ პუტინმა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მედიის ცნობით, პუტინმა ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დაწყების პირობებიც დაასახელა და თქვა, რომ ამისთვის საჭიროა, უკრაინამ რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა რეგიონიდან ჯარი გაიყვანოს.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინამ ნატოში გაწევრიანებაზეც უნდა თქვას უარი.

"უკრაინული ჯარები სრულად უნდა გაიყვანონ დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპორიჟიეს ტერიტორიებიდან - საუბარია მთლიან ტერიტორიაზე, ამ რეგიონების ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში, რომლებიც მათი უკრაინის შესვლის მომენტისთვის არსებობდა. 

როგორც კი კიევი გამოაცხადებს, რომ მზად არიან ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად და დაიწყებენ ამ რეგიონებიდან ჯარების გაყვანას, ასევე ოფიციალურად გამოაცხადებს უარს ნატოში გაწევრიანების გეგმებზე, დაუყოვნებლივ, ფაქტობრივად იმავე წუთში გაიცემა ბრძანება ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დაწყების შესახებ", - თქვა ვლადიმერ პუტინმა.



პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს მოპოვების, შენახვის, გამოძალვის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისში ნაცემი ახალგაზრდა კაცი კლინიკაში გარდაიცვალა - მომხდარზე 3 პირია დაკავებული
ზურაბიშვილი საქართველოს ელჩებს - მოქალაქეებისთვის არა-ჩვეულებრივი არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება - თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა
„თეგეტა ჰოლდინგმა“ გარემოს დაცვის თემაზე დებატების ეროვნული ტურნირის მონაწილეებს უმასპინძლა