რუსეთმა „ქართული ლეგიონი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

რუსეთის ფედერაციის სასამართლომ "ქართული ლეგიონი" ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო და ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია TASS უშიშროების ფედერალური სამსახურის (FSB) საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

FSB-ის ცნობით, ლეგიონის საქმიანობა რუსეთის ტერიტორიაზე აკრძალულია.

"FSB-ის მიერ შეგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე, სამხრეთის რაიონულმა სამხედრო სასამართლომ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო გასამხედროებული ფორმირება "ქართული ეროვნული ლეგიონი". ამ გადაწყვეტილების და "ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" ფედერალური კანონის შესაბამისად, ფორმირება შეტანილი იქნა, რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის შესაბამისად, ტერორისტულ ორგანიზაციებად აღიარებული ორგანიზაციების ერთიან ფედერალურ სიაში. მისი საქმიანობა რუსეთის ტერიტორიაზე აკრძალულია“,- ნათქვამია FSB-ის განცხადებაში.



პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს მოპოვების, შენახვის, გამოძალვის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისში ნაცემი ახალგაზრდა კაცი კლინიკაში გარდაიცვალა - მომხდარზე 3 პირია დაკავებული
ზურაბიშვილი საქართველოს ელჩებს - მოქალაქეებისთვის არა-ჩვეულებრივი არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება - თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა
„თეგეტა ჰოლდინგმა“ გარემოს დაცვის თემაზე დებატების ეროვნული ტურნირის მონაწილეებს უმასპინძლა