„თიბისის“ ახალი ინიციატივა - ღია კინოჩვენებები სამცხე-ჯავახეთში

"თიბისის" ინიციატივით, ბორჯომის მერაბ კოსტავას სახელობის ბაღში, რეჟისორების, ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის ფილმის „გრძელი ნათელი დღეები“ ღია ჩვენება გაიმართა. ფილმის ჩვენებას ადგილობრივი მაცხოვრებლები, ახალგაზრდები და ტურისტები ესწრებოდნენ.

პროექტის ფარგლებში, პირველი ჩვენება უკვე მოეწყო ახალქალაქში. მომდევნო ღია ჩვენება კი ახალციხესა და საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაიმართება.

გარდა ფილმის ჩვენებებისა, "თიბისის" ინიციატივითა და ხელშეწყობით, სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები მოეწყობა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. ღონისძიებებზე დასწრება ყველა მსურველისთვის თავისუფალია!

"თიბისი" საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუციაა, რომელიც აცნობიერებს პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე, თუ როგორი პოზიტიური გავლენა შეუძლია იქონიოს "თიბისიმ" სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით. ამიტომ "თიბისისთვის" კულტურის, განათლების და შემეცნებითი პროგრამების მხარდაჭერა მისი დაარსების დღიდან პრიორიტეტს წარმოადგენს.



პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს მოპოვების, შენახვის, გამოძალვის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისში ნაცემი ახალგაზრდა კაცი კლინიკაში გარდაიცვალა - მომხდარზე 3 პირია დაკავებული
ზურაბიშვილი საქართველოს ელჩებს - მოქალაქეებისთვის არა-ჩვეულებრივი არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება - თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა
„თეგეტა ჰოლდინგმა“ გარემოს დაცვის თემაზე დებატების ეროვნული ტურნირის მონაწილეებს უმასპინძლა