მკაცრად ვგმობ ღაზაში საავადმყოფოზე თავდასხმას,- ასე გამოეხმაურა გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ღაზაში, ალ-აჰლის არაბულ საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებას.
გუტერეშის განცხადებით, საავადმყოფოებსა და სამედიცინო პერსონალს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი იცავს.
"შეძრწუნებული ვარ ასობით პალესტინელი მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის გამო იმ თავდასხმის გამო, რომელიც დღეს ღაზაში მდებარე საავადმყოფოზე მოხდა. მკაცრად ვგმობ ღაზაში საავადმყოფოზე თავდასხმას.
ჩემი გული დაღუპულთა ოჯახებთანაა. საავადმყოფოებსა და სამედიცინო პერსონალს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი იცავს",- წერს გუტერეში.
შეგახსენებთ, გუშინ, 17 ოქტომბერს ღაზას სექტორში ალ-აჰლის არაბულ საავადმყოფოში აფეთქება მოხდა, რასაც 500-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, საავადმყოფოში აფეთქება ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური ჯიჰადის” მიერ გაშვებული რაკეტის ჩამოვარდნამ გამოიწვია. თავად „ისლამური ჯიჰადი“ აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს და მომხდარში ისრაელს ადანაშაულებს.
„დღეს ის დღეა, ჩვენი ერთგული მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში რომ ელოდებით ხოლმე“ - „ფარმადეპოში“ BLACK FRIDAY-ის გრანდიოზული შეთავაზებები დაიწყო
მე 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა - პირდაპირი
ჯპს-ის ნებისმიერ ფილიალში Black Friday-ს გამორჩეული აქციები უკვე ძალაშია
ფეხბურთი მელიქიშვილზე
მოქალაქეებმა კვლავ ჭავჭავაძის გამზირის ტერიტორია დაიკავეს - პროტესტი გრძელდება
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |