უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ჯამბულათ ხოფერია საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ჯამბულათ ხოფერია
საქართველოში დღეს, გამთენიისას ჩამოასვენეს.

25 წლის ჯამბულათ ხოფერია უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან იბრძოდა. ერთ-ერთი დაბომბვისას ის ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა, პირველ დეკემბერს კი საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

ქართველ მებრძოლს მშობლიურ სახლში, გურიაში, სოფელ გვიმრალაურში გადაასვენებენ, ხოლო 10 დეკემბერს დაკრძალავენ.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან დღემდე, უკრაინაში რუსეთის ომს უკვე 33 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა.



პრეზიდენტი - მაგდებურგში საშობაო ბაზრობაზე მომხდარი თავდასხმა შობის სულისკვეთებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ საშინელი შეტევაა
ცესკო - ეუთო/ოდირის დასკვნა ადასტურებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო
კასპის მუნიციპალიტეტში პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის დაბადების დღე აღინიშნა
დოლიძე - ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მხარი დაუჭირა ივანიშვილის დასანქცირებას