საქართველოს ბანკი Global Finance-ის AI in Finance Awards-ის ფარგლებში, ბიზნესის მიმართულებით, გადახდებში საუკეთესო AI გადაწყვეტისთვის დაჯილდოვდა (Best Corporate/Institutional AI Bank — Best AI in Payments).
აღიარება, სხვადასხვა მიღწევასთან ერთად, ბანკის მიერ დანერგილ, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ სისტემას უკავშირდება, რომელიც საერთაშორისო გადარიცხვების დამუშავების პროცესს მნიშვნელოვნად აჩქარებს.
სისტემა ავტომატურად ამუშავებს და ამოწმებს გადარიცხვასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, განსაზღვრავს გადარიცხვის დანიშნულებას, ამოწმებს შესაბამისობას და სხვა. ამასთან, ბიზნესმომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, რეალურ დროში მიიღონ ინფორმაცია გადარიცხვის სტატუსის შესახებ, საჭირო დოკუმენტაცია კი ინვოისის ატვირთვის საფუძველზე ავტომატურად შეივსოს. სისტემის დანერგვის შედეგად, საერთაშორისო გადარიცხვების დამუშავების დრო შემცირდა.
Global Finance-ის ჯილდო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ბანკის მიდგომას, დანერგოს ინოვაციური ტექნოლოგიები ბიზნესის დროის დაზოგვის, საქმიანობის გამარტივებისა და ეფექტიანობის ზრდისთვის.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკმა საერთაშორისო გამოცემა Global Finance-ის AI in Finance Awards 2026-ის ფინალურ ეტაპზე 7 გლობალური და რეგიონული ჯილდო მოიპოვა. მათ შორის, ბანკი დასახელდა მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკად გლობალური და რეგიონული მასშტაბით.

