საქართველოს ბანკის ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, ქოფირაითინგის ვორკშოპი გაიმართება

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას და მეწარმეებისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას აქტიურად განაგრძობს. ამ მიზნით, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, 24 ივნისს, 17:00 საათზე, საქართველოს ბანკის 4B სივრცეში (ალექსანდრე ყაზბეგის N15) გაიმართება მარიამ ბეროძის ვორკშოპი „როგორ ვიპოვოთ სიტყვები, რომლებიც ყიდის?“

ვორქშოფი განკუთვნილია მეწარმეებისთვის, რომლებიც საკუთარი ბრენდის კომუნიკაციის გაძლიერებასა და ეფექტური ქოფირაითინგის ტექნიკების ათვისებას ისახავენ მიზნად.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები გაიგებენ:

„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, მეწარმეებს შევთავაზოთ არა მხოლოდ ფინანსური პროდუქტები, არამედ ცოდნა და პრაქტიკული ინსტრუმენტები, რომლებიც მათ ბიზნესის ზრდაში დაეხმარება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ბიზნეს 360˚-ის საგანმანათლებლო შეხვედრების სერია, სადაც მონაწილეები სხვადასხვა სფეროს წამყვანი პროფესიონალებისგან იღებენ გამოცდილებას. გვჯერა, რომ ძლიერი კომუნიკაცია და სწორად ჩამოყალიბებული ბრენდის ხმა თანამედროვე ბიზნესის წარმატების მნიშვნელოვანი წინაპირობაა“, — აცხადებს ეკატერინე ჭურაძე, საქართველოს ბანკის არაფინანსური პროდუქტების განვითარების და სუბსიდირებული პროექტების სამსახურის უფროსი.

ღონისძიებაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია საქართველოს ბანკის ვებგვერდზე: https://bankofgeorgia.ge/ka/business/business-events/details/6a2977bd3f8971000753056b

 



საქართველოს ბანკის ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, ქოფირაითინგის ვორკშოპი გაიმართება
ZEG Storytelling Festival
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დემო დღე 25 ივნისს გაიმართება