კრიპტო უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკშია – დაიწყე ინვესტირება

საქართველოს ბანკმა ინვესტირების შესაძლებლობები გააფართოვა და მობილბანკში კიდევ ერთი ინოვაციური ინსტრუმენტი დაამატა - მომხმარებლებს უკვე მსოფლიოს 50 ყველაზე მსხვილი საბაზრო კაპიტალიზაციის კრიპტოს შეძენა და გაყიდვა პირდაპირ მობილბანკიდან შეუძლიათ.

კრიპტოთი ვაჭრობის მოდული მობილბანკში განთავსებულია პროდუქტების გვერდზე, ინვესტიციების სივრცესთან ერთად, რაც ინვესტირებას კიდევ უფრო მარტივსა და ინტუიციურს ხდის.

ახალი პროდუქტი პორტფოლიოს დივერსიფიცირების გზას და ინვესტირების დამატებით შესაძლებლობას წარმოადგენს  მათთვის, ვისაც სურს ტრადიციულ ფინანსურ ინსტრუმენტებთან ერთად, ინოვაციური ციფრულ აქტივების ფლობაც სურს.

კრიპტოში ინვესტირების დასაწყებად პირველ ჯერზე საჭიროა შესაბამის პირობებზე თანხმობა.

მობილბანკში კრიპტოს შეძენა შესაძლებელია ნებისმიერი თანხით - $1-დან, რაც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, ინვესტირება ეტაპობრივად, საკუთარი სტრატეგიის შესაბამისად დაიწყოს.

კრიპტოს შეძენა შესაძლებელია პირდაპირ საბანკო ანგარიშიდან, გაყიდვის შემთხვევაში კი თანხა ავტომატურად ჩაირიცხება იმავე საბანკო ანგარიშზე. 

კრიპტოს სივრცეში მომხმარებელს დახვდება:

საქართველოს ბანკი, როგორც მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკი, განაგრძობს 1 800 000 მომხმარებლისთვის თანამედროვე ინსტრუმენტების შეთავაზებას, რომლებიც ინვესტირების პროცესს უფრო მოქნილს, ხელმისაწვდომსა და პერსონალიზებულს ხდის.

*ეს არ არის ფინანსური რჩევა.



კრიპტო უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკშია – დაიწყე ინვესტირება
„გოგოების გზა ტექნოლოგიებში - სწავლიდან ლიდერობამდე“ - გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენცია თიბისის მხარდაჭერით გაიმართა
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები, ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
სიახლე ქართულ სადაზღვევო ბაზარზე – ფრილანსერების დაზღვევა კომპანია ვაიზერისგან