ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ IFC-სა და CDP-ისთან პარტნიორობა გააფორმა

თიბისიმ, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან - IFC, რომელიც მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრია და იტალიურ ფინანსურ ინსტიტუტთან - CDP, ხელი მოაწერა 90 მილიონი დოლარის  5-წლიან სასესხო ხელშეკრულებებს. პარტნიორობა მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარების ხელშეწყობასა და  ენერგორესურსების ეფექტიანი გამოყენების  მხარდაჭერას ისახავს მიზნად.  

თანამშრომლობის ფარგლებში, MSME ბიზნესისთვის გრძელვადიანი სესხით სარგებლობის პირობები გაუმჯობესდება და ის უფრო შეღავათიანი და ხელმისაწვდომი გახდება. ასევე, მნიშვნელოვნად გაიზრდება სესხებით სარგებლობის შესაძლებლობა ისეთი პროექტებისთვის, რომლებიც  ბიზნესებს ენერგორესურსების ეფექტიანად გამოყენების საშუალებას და მდგრადი განვითარების მოტივაციას მისცემს.  

IFC-ის მიერ თიბისისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსი - 50 მლნ დოლარს შეადგენს CDP-ის მიერ გამოყოფილი კი - 40 მლნ დოლარს. აღნიშნული ტრანზაქცია პირველი პრეცედენტია, როცა უმსხვილესმა იტალიურმა ფინანსურმა ინსტიტუტმა, Cassa Depositi e Prestiti-მა სასესხო ხელშეკრულება ქართულ ბანკთან გააფორმა. 

მოხარული ვართრომ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, IFC-სა და CDP-სთან თანამშრომლობით, 90 მილიონი დოლარის ფინანსური რესურსის მოვიზიდეთაღნიშნული ტრანზაქცია შესაძლებლობას მოგვცემსმომხმარებლებს გრძელვადიანი ფინანსური პროდუქტები გაუმჯობესებული პირობებით შევთავაზოთ და კიდევ უფრო გავუმარტივოთ მათ ცხოვრებაგვჯერარომ ამ თანამშრომლობით მხარს დავუჭერთ ბიზნესების ზრდასა და განვითარებას ქვეყანაში და მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაშიმათ შორის - ენერგოეფექტურობის მხარდაჭერაშიეს შეთანხმება საერთაშორისო სტანდარტებთან მეტად დაგვაახლოვებს და კიდევ უფრო გაამყარებს ფინანსური ინსტიტუტების ნდობას ქართული საბანკო სექტორის მიმართ“, - ვახტანგ ბუცხრიკიძეთიბისი ჯგუფის გენერალური დირექტორი. 

საქართველოში მცირე ბიზნესი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნისთვისთუმცა ბევრი მცირე კომპანიისთვის ჯერ კიდევ რთულია გრძელვადიანი დაფინანსების მიღება.თიბისი ბანკთან პარტნიორობის მეშვეობითჩვენ ხელს ვუწყობთ მცირე და საშუალო საწარმოებისთვის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასენერგორესურსების უფრო ეფექტიან გამოყენებასკერძო ბიზნესის ზრდასგანვითარებაში თანხების ინვესტირებას და სამუშაო ადგილების შექმნას’’, -  ანდრეს ფელიპე გომესი, IFC-ის ფინანსური ინსტიტუტების ჯგუფის რეგიონული მენეჯერი ევროპაში.

“CDP აგრძელებს საერთო მიზნებსა და ნდობაზე დაფუძნებულ საერთაშორისო პარტნიორობებს. IFC-სა და თიბისისთან თანამშრომლობითასევე თიბისი ლიზინგთან უკვე არსებული პარტნიორობის საფუძველზე, CDP ხელს უწყობს ადგილობრივი საფინანსო ეკოსისტემის გაძლიერებას და ამავდროულადამყარებს საქართველოსა და იტალიას შორის ურთიერთობებს“, - ქრისტინა მორელი, CDP-ის სუვერენულიფინანსური ინსტიტუტების და კორპორატიული დაფინანსების ხელმძღვანელი.

დღესჩვენ მომსწრენი ვართ იმისათუ როგორ ძლიერდება იტალიასა და საქართველოს - კერძოდჩვენი ქვეყნების ფინანსურ სექტორებს შორის არსებული კავშირები. CDP-სა და თიბისის შორის ხელმოწერილი სასესხო ხელშეკრულებარომელიც CDP- მიერ საქართველოში განხორციელებული მეორე ტრანზაქციაამნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკის მთავარი საყრდენის - მიკრომცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერაშიფინანსური რესურსის მოზიდვის გარდაეს შეთანხმება საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების შესაძლებლობაცაარაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ბიზნესსექტორის განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდას’’, -  საქართველოში იტალიის ელჩიმასიმილიანო ანტუონო.

ხელმოწერის ღონისძიება თიბისი კონცეპტის სივრცეში გაიმართა და მას თიბისი ჯგუფის გენერალური დირექტორი - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის ფინანსების მართვის დირექტორი -  გიორგი მეგრელიშვილი, IFC-ის ფინანსური ინსტიტუტების ჯგუფის რეგიონული მენეჯერი ევროპაში - ანდრეს ფელიპე გომესი, IFC-ის წარმომადგენელი საქართველოში - თეა გიგიბერია და  CDP-ის სუვერენული, ფინანსური ინსტიტუტების და კორპორატიული დაფინანსების ხელმძღვანელი - ქრისტინა მორელი, ასევე, იტალიის ელჩი საქართველოში - მასიმილიანო დ’ანტუონო ესწრებოდნენ. 



"გოგოების გზა ტექნოლოგიებში" - "თეგეტა ჰოლდინგი" გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ფინანსური ინოვაციების ლაბია - Global Finance
საქართველოს ბანკი, Superteam Georgia-თან პარტნიორობით, Solana-ს ყველაზე დიდი ჰაკათონის მხარდამჭერია
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ IFC-სა და CDP-ისთან პარტნიორობა გააფორმა