იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ზუგდიდში შეხვედრა გაიმართება (რ)

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალი ცოდნისა და განვითარების შესაძლებლობების შექმნას აგრძელებს. ამჯერად,  ზუგდიდში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა  გაიმართება. ის მონაწილეებს აზროვნების, განათლებისა და ინტელექტუალური თამაშების მნიშვნელობაზე ესაუბრება.

შეხვედრა 28 აპრილს, 19:00-ზე ზუგდიდში, სასტუმრო "ლეთოში" გაიმართება.

შეხვედრაზე გიორგი მოსიძე დამსწრეებს გაუზიარებს თავის გამოცდილებას და ისაუბრებს თუ როგორ გვეხმარება კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება ყოველდღიურ ცხოვრებაში უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში.

ღონისძიება ინტერაქციული ფორმატით წარიმართება და მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ დისკუსიაში და დასვან მათთვის საინტერესო კითხვები.

შეხვედრის დასასრულს გაიმართება ვიქტორინა, სადაც გამარჯვებულებს საჩუქრად შერჩეული წიგნები გადაეცემათ.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია, თუმცა აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია ამ ბმულზე.



სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
BOG ქმნის განათლების შესაძლებლობებს AI-ით და ტექნოლოგიებით დაინტერესებული გოგოებისთვის
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ზუგდიდში შეხვედრა გაიმართება (რ)
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა